მითები და რეალობა ახალი კორონავირუსის შესახებ


ცნობები კორონავირუსის შესახებ მთელ მსოფლიოში აგრძელებს გავრცელებას. ასევე ვრცელდება მითები, ყალბი ამბები, კონსპირაციული თეორიები და დეზინფორმაცია დაავადების შესახებ.
ვირუსის შესახებ გავრცელებული ინფორმაციების სიჭარბეზე დაყრდნობით, 2 თებერვალს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, ახალ კორონავირუსს მასობრივი ინფოდემია უწოდა. ეს არის მდგომარეობა, როცა ნამდვილი და ყალბი ინფორმაციის ერთმანეთისგან გარჩევა ადამიანებს ურთულდება და შეუძლებელი ხდება სანდო წყაროების და საიმედო სახელმძღვანელობის პოვნა, როცა ეს მათ სჭირდებათ.

დეზინფორმაციასთან საბრძოლველად, WHO-მ ტვიტერთან, ფეისბუქთან და TikTok-თანაც დაიწყო თანამშრომლობა. 

ჩვენ შევკრიბეთ ყველა ის ფართოდ გავრცელებული მითი, რომელსაც არაფერი აქვს რეალობასთან და თუ ჯერაც გჯეროდათ, ახლა შეგიძლიათ მშვიდად იყოთ. 

მაშ ასე, მითები და რეალობა კორონავირუსის შესახებ:

მითი: კორონავირუსი ადამიანის მიერ არის შექმნილი, როგორც ბიოლოგიური იარაღი
რეალობა: ნუ დაიჯერებთ ყველაფერს, რასაც ინტერნეტში წაიკითხავთ.

მას შემდეგ რაც კორონავირუსის ფართოდ გავრცელების შესახებ გახდ ცნობილი, ინტერნეტში გამოჩნდა თეორია, რომ ვირუსი ლაბორატორიაში შეიქმნა. ჭორი, რომელიც სოციალური მედიის გაურკვეველ ანგარიშზე გაჩნდა, სწრაფად გავრცელდა.

ერთი ვერსიით, რომელიც პოპულარობით სარგებლობს ჩინეთს საზღვრებს გარეთ, ჩინეთის ლაბორატორია ფარულად მუშაობდა ბიოლოგიურ იარაღზე, რომელიც გაჟონა. მეორე პოპულარუი თეორის თანახმად, ბიოლოგიურ იარაღზე ამჯერად აშშ მუშაობდა და მათ “გაქეცათ” ლაბორატორიიდან. აღსანიშნავია, ეს უკანასკნელი რუსულმა, პროსამთავრობო საინფორმაციო მედიამ „Звезда” აიტაცა და სტატიაც გამოაქვეყნა სათაურით „კორონავირუსი: ამერიკული ბიოლოგიური ომი რუსეთისა და ჩინეთის წინააღმდეგ“. 
 
რეალურად, არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რაც აღნიშნულ თეორიებს დაადასტურებს. ჩინელმა და ამერიკელმა მეცნიერებმა ბუნებრივია, თავიდანვე უარყვეს რელობას მოკლებული კონსპირაციები. ვაშინგტონ პოსტმა კი გამოაქვეყნა სტატია და გააბათილა კონსპირაციული თეორია, ამერიკელი ექსპერტების ციტირებით, რომლებიც ასაბუთებენ თუ რატომ არ იყო უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტი შესაფერისი ბიოლოგიური იარაღის კვლევებისთვის.

მეცნიერები ჯერ კიდევ ცდილობენ ვირუსის ზუსტი წყაროს აღმოჩენას, თუმცა კვლევების თანახმად, წყარო სავარაუდოდ დაინფიცირებული ღამურა იყო. ღამურებმა შეიძლება შარდის ან განავლის მეშვეობით დაასნებოვნეს ცხოველების ბაზარზე არსებული გარემო, ვირუსი მოხვდა სხვა ცხოველებზე, შემდეგ ეს ცხოველები ადამიანებმა საკვებად გამოიყენეს და ვირუსიც ასე გავრცელდა.


მითი: ხალხურ მედინიცას კორონავირუსის პრევენცია შეუძლია
რეალობა: ნიორი კარგია თქვენთვის. C ვიტამინიც და წყალიც, მაგრამ არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ნივრის ჭამა, 15 წუთში ერთელ წყლის დალევა ან C ვიტამინის მიღება, ახალი კორონავირებისაგან დაიცავს. იგივე ეხება ეთერზეთების გამოყენებას და ბუნებრივია, ქიმიური სადეზინფექციო საშუალებებით სხეულის დამუშავებას.

ჯერჯერობით ახალი კორონავირუსის სამკურნალო წამალი არ არსებობს. მიმდინარეობს ვაქცინაზე მუშაობაც, თუმცა ვიდრე შექმნიან, დაიცავით მინიმუმ ერთ მეტრიანი დისტანცია ადამიანებთან კონტქტისას, ხელები ხშირად დაიბანეთ საპნით და წყლით მინიმუმ 20 წამის განმავლობაში; ხველებისას ან ცემინებისას სახეზე აიფარეთ იდაყვი ან ქსოვილი, რომელსაც დაუყოვნებლივ გადააგდებთ. 

მითი: სიცხეს ვირუსის მოკვლა შეუძლია
რეალობა: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ვირუსი მაღალ ტემპერატურაზე კვდება. კორონავირუსი იმ ქვეყნებშიც გამოვლინდა, სადაც ჰაერის საშუალო ტემპერატურა მაღალია. არსებობს რამდენიმე მიზეზი, რაც ექსპერტებს აფიქრებინებს, რომ დაავადება შეიძლება შემსუბუქდეს მაღალი ტემპერატურის დროს, რადგან ვირუსი სხვადასხვა საგანზე ხანგრძლივად ვერ დარჩება. თუმცა, რადგან მეცნიერები ახალი კორონავირუსის შესწავლის პროცესში არიან, მაღალ ტემპერატურაზე მისი რეაქციას უტყუარი დასკვნა არ აქვთ. 

ორგანიზაცია ასევე აცხადებს, რომ ულტრაიისფერი ნათურები არ უნდა იქნას გამოყენებული ხელების ან სხეულის სხვა უბნების სტერილიზაციისთვის, რადგან რადიაციამ შეიძლება გააღიზიანოს კანი.

მითი: ვირუსის გადაცემა შესაძლებელია ფოსტით
რეალობა: დამშვიდდით და აიღეთ თქვენი გზავნილი

WHO-ს თქმით, უცხო ქვეყნიდან ფოსტით გამოგზავნილი წერილი ან ნებისმიერი ამანათი, საფრთხეს არ წარმოადგენს.  
მართალია, მკვლევარები ჯერ კიდევ სწავლობენ, თუ როგორ ახდენს ახალი კორონავირები ადამიანების ინფიცირებას, მაგრამ წინა კოროვირუსების ქცევების დაყრდნობით, ის დიდხანს ცოცხალი ვერ რჩება ობიექტებსა და ზედაპირებზე.

მითი: ბავშვები კორონავირუსით არ ინფიცირდებიან
რეალობა: ნებისმიერი ასაკის ადამიანი შეიძლება დაინფიცირდეს. თუმცა ხანდაზმული ადამიანები და ქრონიკური დაავადებების მქონე 
პირები უფრო დაუცველნი არიან სერიოზული ინფექციების მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ ვირუსის ყველაზე დადასტურებული შემთხვევები მოზრდილებში დაფიქსირდა, დაავადებათა კონტროლისა ეროვნულმა ცენტრმა ბავშვების დაინფიცირება დაადასტურა. 

მითი: კორონავირუსის ვაქცინა უკვე შექმნილია, თუმცა საქართველოში ჯერ არ არსებობს
რეალობა: კორონავირუსის ვაქცინის შექმნაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა მის გამოცდასა და საბოლოო შედეგის მიღებას დაახლოებით, ერთი წელი დასჭირდება.

მითი: შინაური ცხოველები ვირუსის გადამტანები არიან
რეალობა: არ არსებობს დადასტურებული ფაქტი, იმის შესახებ, რომ შინაურ ცხოველებს ადამიანების დაინფიცირება შეუძლაით. ამიტომ, მშვიდად მოეფერეთ თქვენს მეგობრებს, მაგრამ ხელების დაბანვა არ დაგავიწყდეთ. 


ჩვენი რჩევაა, კორონავირუსთან დაკავშირებით ინფორმაციის მისაღებად მხოლოდ სანდო და ოფიციალური წყაროები გამოიყენოთ, ისეთები, როგორიცაა: 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი - https://www.ncdc.ge/
მთავრობის მიერ შექმნილი სპეციალური ვებგვერდი - https://stopcov.ge/
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია - https://www.who.int/