კრემლის სთორითელინგის სამყარო - გმირი, ბოროტება და მსხვერპლი

EuvsDisinfo საინტერსო სტატიების სერიას გვთავაზობს, კრემლის დეზინფორმაციული სტრატეგიის გასაშიფრად. პირველი ნაწილი ეხება მიდგომას, რომელიც მამაცი გმირის, ბოროტისა და მსხერპლის მონაწილეობით, მიმზიდველ ისტორიას ქმნის. მაშ ასე, როგორ მუშაობს კრემლის დეზინფორმაცია. ნაწილი I. 


წინასიტყვაობა

იყო და არა იყო რა. ერთხელ, შორს, შორეულ სამეფოში, დრაკონმა მთელი მოსახლეობა მძევლად აიყვანა და ტოქსიკური სუნთქვით ყველა მოწამლა. სამეფოში მაცხოვრებელმა ხალხმა დაივიწყა ყველაფერი მნიშვნელოვანი: ფასეულობები, წესიერება, წარსულის მოგონებები. დრაკონმა ხალხი დააჯერა, რომ ისინი ბედნიერები იყვნენ. თუმცა, მებრძოლი პრინცი არ ემორჩილებოდა დრაკონს; მის ხალხსაც, შხამიანი ექსპირაციისადმი იმუნიტეტი აღმოაჩნდა. და მანამ, სანამ დრაკონი და მისი ხელქვეითები თავადის დამარცხებას ცდილობდნენ, მან საკუთარი თავის დაცვა მოახერხა და ხალხის გათავისუფლებაზე პასუხისმგებლობა აიღო. 

დეზინფორმაცია - ამბის მოყოლის ე.წ. სთორითელინგის ფორმაა. მატყუარას გამოწვევა კი, სიცრუის მიმზიდველად და დამაჯერებლად ქცევაა, რათა მან გავლენა მოახდინოს აუდიტორიაზე. პრო-კრემლისტური დეზინფორმაციის დიდი ნაწილი ჩაშლილია მცირე ნარატივებად, ზემოთ მოყვანილი ამბის მსგავს სიუჟეტებად. 

ისტორიები/ამბები ფაქტების ნაცვლად

ამერიკელი მკვლევარის ვალტერ ფიშერის თქმით, ისტორიები/ამბები უფრო დამაჯერებელია, ვიდრე ფაქტები. 

სთორითელინგის შექმნის ცნებაც იწყება იმით, რომ ხალხს ზოგადად ისტორიების უფრო სჯერა, ვიდრე ფაქტების.
მაგალითად, ჩვენ გადავწყვიტეთ სიგარეტის მოწევა, რადგან მოგვწონს მოწევის პროცესი (ისტორია), როგორ ვითარდება ის და ა.შ., ხოლო წარმატებით უგულებელვყოფთ ფაქტს მოწევის შედეგების შესახებ. მამაკაცი ბოსები ატარებენ ჰალსტუხს არა იმიტომ, რომ ეს პრაქტიკული ან გამოსადეგია, არამედ იმიტომ, რომ იგი მოგვითხრობს ისტორიას მნიშვნელობაზე, ძალაზე და ა.შ. კრემლის დეზინფორმაცია აუდიტორიას უყვება ისტორიებს საზოგადოებრივ საფრთხეზე, კორუმპირებულ პოლიტიკოსებსა და გამბედავ რუსეთზე. მიმზიდველ ამბებს, რომლებიც ძალიან რეზონანსულია აუდიტორიაში. ისევე როგორც კონკიას, ან წმინდა გიორგის ლეგენდა. 

კრემლის დეზინფორმაცია მთლიანად სთორითელინგზეა დაფუძებული. დღემდე, EuvsDisinfo-ს განცხადებების 9 000-მდე შემთხვევა აქვს შეგროვებული, რომელიც თითქმის იდენტურ ნარატივზეა დაფუძნებული და საზოგადოების დაუცველობის შეგრძნებაზე მუშაობს. 

ზოგი მკვლევარი ვარაუდობს, რომ რეალურად, ისტორიის მოყოლის ძალიან ცოტა გზა არსებობს. ბრიტანელი ავტორი კრისტოფერ ბუკერი შვიდ ძირითად სიუჟეტს ასახელებს. ცხადია, ისტორია შეიძლება შეიცავდეს სიუჟეტის რამდენიმე პარალელურ ხაზს, მაგრამ ზოგადად - სიუჟეტების ძირითადი კონტურები ერთიდაიგივეა.


ამბავი პრინცზე, რომელიც დრაკონისგან იხსნის ხალხს, პრაქტიკულად იგივეა, რაც კრემლის ვერსია ნაციზმზე გამარჯვების შესახებ: სიკეთე ამარცხებს ბოროტებას და გადაარჩენს უმწეოს. რუსეთი (მამაცი პრინცი), ამარცხებს ნაციზმს (ბოროტი დრაკონი) და გადაარჩენს ევროპას (უმწეო მსხვერპლს).

თუკი ახალი კორონავირუსის პანდემიას გადავხედავთ, როლები იგივეა: რუსეთი (პრინცი) დაუპირისპირდა კოროვირუსსა და ეგოისტ მეზობლებს (ბოროტ დრაკონებს) და გადაარჩინა იტალია (უმწეო მსხვერპლი).

ისტორიის ძირითადი სტრუქტურის შეცვლა მარტივად შესაძლებელია, გარკვეული ელემენტები ხაზგასმით, სიუჟეტის მეტნაკლებად გართულებით, მაგრამ საბოლოოდ, ნარატივი იგივე რჩება. ამ ხაზით შესაძლებელია ნებისმიერი სახის სიტუაციის, კონფლიქტის ან კრიზისის მოყოლა. 

იყო და არა იყო რა

პრო-კრემლის დეზინფორმაციის ძირითადი ნარატივი მარტივად იწყება, რომელიც საოცრად ჰგავს იმას, რასაც ზღაპრებში ვკითხულობთ:

დესტრუქციული ძალები, რომლებიც აკონტროლებენ მთავრობას, ფულს და მედიას, საფრთხეს უქმნიან მსოფლიოს ბუნებრივ წესრიგს და ღირებულებებს. გამანადგურებლმა ძალებმა დაიმორჩილეს ხალხი. რუსეთი არაერთხელ გახდა თავდასხმის მსხვერპლი და თითქმის განადგურდა კიდეც. 
ბრძენმა და ძლიერმა ლიდერებმა ყოველთვის მოახერხეს, რომ რუსეთის აღდგენა და ბრძოლაში დაბრუნება. ახლა რუსეთი კაცობრიობისთვის წესრიგის უკანასკნელი იმედია, ქრისტიანული ღირებულებებისა და სტაბილურობის საფუძველი.

რა თქმა უნდა, დეზინფორმაცია ზღაპრებს არ ეხება. 
სთორითელინგის კონცეფცია არის გზა, აღვწეროთ, როგორ მუშაობს დეზინფორმაცია, როგორ არის ის გადმოცემული. 
წინასიტყვაობა ერთგვარი შაბლონია მწერლებისთვის, ექსპერტებისთვის და რა თქმა უნდა პოლიტიკოსებისთვის, ტყუილის ისე მისაწოდებლად, რომ აუდიტორია მიიზიდოს. წინასიტყვაობის სხვადასხვა ელემენტს შესაძლოა ხაზი გაესვას იმის მიხედვით, ვისზეა გათვლილი, ადილობრივ თუ საერთაშორისო აუდიტორიაზე; მემარჯვენე თუ მემარცხენე ძალების მომხრეებზე.


წყარო: EuvsDisinfo