COVID-19 და დეზინფორმაცია - EEAS სპეციალური მოხსენება


COVID-19-ის ირგვლივ დეზინფორმაციისა და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება, განუწყვეტლივ გრძელდება, რამაც შესაძლოა, მნიშვნელოვანი საფრთხე შეუქმნას ჯანდაცვის სისტემასა და კრიზისის დროს ეფექტურ კომუნიკაციას. ევროკავშირში და არა მხოლოდ, კოორდინირებული დეზინფორმაციული ტალღის მიზანია, მოწყვლად ჯგუფს დემოკრატიული ინსტიტუტების ეფექტიანობისადმი, ნდობა დაუკარგოს. ზოგიერთი სახელმწიფო და მისი მხარდამჭერი სუბიექტები, საზოგადობრივი ჯანმრთელობის კრიზის გამოყენებას ცდილობენ გეოპოლიტიკური ინტერესების გასაზრდელად, ხშირად ღიად ეჭქვეშ აყენებენ ევროკავშირისა და მისი პარტნიორების ავტორიტეტზე.

ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურმა სპეციალური მოხსენება გამოაქვეყნა, COVID-19-ის ირგვლივ არსებული დეზინფორმაციული ტენდენციის შესახებ. მოხსენების ავტორია EEAS სტრატეგიული კომუნიკაციებისა და ინფორმაციის ანალიზის განყოფილება, რომელიც აქტიურად არის ჩართული დეზინფორმაციული კამპანიების გამოვლენასა და მასთან ბრძოლაში. აღსანიშნავია, რომ მკვლევარები რამდენიმე რეგიონს დააკვირდნენ და ყალბი ინფორმაციების კვეთაც აღმოაჩინეს. 

მაშ ასე, სად რა დეზინფორმაცია ვრცელდება?!


გლობალურად: მტკიცება, რომ ევროკავშირი სავარაუდოდ კოროვირუსული ინფექციის ფონზე იშლება, პოპულარული ხდება სოციალურ ქსელებში. COVID-19-ის შესახებ, RT და Sputnik– ის მიერ გამოქვეყნებულ მასალებს შორის, დიდი გამოხმაურება ჰქონდა იმ სტატიებს, რომლებიც ეხება შეთქმულების თქმულებებს, მაგალითად, რომ „ვირუსი იყო ადამიანის მიერ შექმნილი“ ან განზრახ გავრცელებული. 

ევროკავშირი: სოციალურ მედიაში კვლავაც ვრცელდება დეზინფორმაცია და მანიპულაციური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ, ე.წ. რჩევები, რომლებიც ეწინააღმდეგება ჯანმო-ს ოფიციალურ მითითებებს. მაგალითად, Sputnik Deutschland ფეისბუქსა და ტვიტერზე ამტკიცებს, რომ ”ხელების დაბანა არაფერს შველის”. დაკვირვება აჩვენებს, რომ ონლაინ პლატფორმები აგრძელებენ COVID- 19-თან დაკავშირებული დეზინფორმაციასა და შეთქმულების თეორიების მონეტიზაციას.

აფრიკა: ზოგიერთ ქვეყანაში სოციალური და ეთნიკური ჯგუფების მიმართ სიძულვილის კამპანიები ვირუსული ხდება. ჩინური მედიის მიერ, ჩინეთის მიერ გაწეული დახმარების აქტიური გაშუქება, რეპუტაციულ პრობლემებს უქმნის სხვა დონორებს.

ახლო აღმოსავლეთი და ჩრდილოეთ აფრიკა: “დაეში” ბოევიკებს მოუწოდებს, გამოიყენონ COVID-19– ის გარშემო არსებული ქაოსი და დაბნეულობა. ამავე დროს, პანდემია წარმოაჩინონ, როგორც ” ტანჯვა” ”ჯვაროსნული ხალხის” წინააღმდეგ. სირიის რეჟიმი, ახალი კორონავირუსის გარშემო არსებულ ვითარებას, ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების წინააღმდეგ იყენებს. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები წარმოდგენილია ისე, რომ მათ ერთმანეთის დახმარება არ შეუძლიათ. 

რუსული: 22 იანვრიდან, EuvsDisinfo-ს მონაცემთა ბაზაში, COVID-19-ის შესახებ, პრო-რუსული დეზინფორმაციის 150-ზე მეტი მაგალითია დაფიქსირებული. რუსეთის მთავრობის მიერ კონტროლირებადი მედიასაშუალებები ყურადღებას ამახვილებენ, რუსეთის მიერ დაავადებასთან ბრძოლის მზადყოფნაზე. რუსეთის მიერ იტალიისადმი გაწეული დახმარება ფართოდ იქნა გაშუქებული. 

თურქეთი: ყალბი და დამახინჯებული სამედიცინო ინფორმაცია კვლავაც ვრცელდება სოციალურ ქსელებში.ამავდროულად, COVID-19-ის ინფექციის გაჩენამ ხელი შეუწყო ანტი-ევროპული დისკურსებისა და ევროკავშირის საჯარო კრიტიკის გახშირებას.

დასავლეთ ბალკანეთი: კვლავ პოპულარულია შეთქმულების თეორია, რომ კორონავირუსი აშშ-ის ბიოლოგიური იარაღია ან საბაბი უცხოური შეჭრისთვის. COVID-19-ის კრიზისი დაკავშირებულია უკვე არსებულ ნარატივთან, რომ ევროკავშირი “ზურგს აქცევს” დასავლეთ ბალკანეთს. 


Covid-19-თან დაკავშირებული დეზინფრომაცია და პროპაგანდა დეტალებში:

ყალბი სამედიცინო რჩევები და ცრუ ინფორმაცია კვლავ ვრცელდება სოციალურ ქსელებში. მკურნალობის არასწორი ვარიანტები, როგორიცაა "ალკოჰოლის დალევა" და მოსაზრება, რომ "თურქული გენები ვირუსის წინაშე უძლეველია", თურქულ ონლაინ პლატფორმებზე ძალიან პოპულარულია. აღმოსავლეთ და სამხრეთ პარტნიორობის, ასევე დასავლეთ ბალკანეთის რეგიონში, ფაქტჩექერები ადასტურებენ დეზინფორმაციისა და შეთქმულების თეორიების უპრეცედენტო მოცულობას ვირუსის „ხელოვნური წარმოშობის“ და „სასწაულებრივი მედიკამენტების“ შესახებ, რამაც შეიძლება, დამანგრეველი შედეგები მოიტანოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემასა და სოციალურ თანმიმდევრულობაზე. მსგავსი კონტენტი ფართოდ არის გავრცელებული ევროკავშირის წევრ ქვეყნებშიც. 
კრემლის სპიკერმა კი, სახელმწიფო მედიისა და სოციალური ქსელების საშუალებით განაცხადა, რომ რუსეთში ეპიდემია არ არის, 
დამოუკიდებელი რუსი ჟურნალისტები კი შეშფოთებას გამოთქვამენ იმის შესახებ, რომ რუსეთის ხელისუფლება ეპიდემიის მასშტაბებს მალავს.

ProPublica-ს მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ გამოავლინა ყალბი და დაჰაკული Twitter– ის ანგარიშების ქსელი ჩინეთიდან, რომლებიც COVID-19– ის ირგვლივ დეზინფორმაციას ავრცელებდნენ.  

ჩინეთის საინფორმაციო სივრცეში, დაფიქსირებულია მცდელობები, იმ ვარაუდის გავრცელების შესახებ, რომ ვირუსი უხანში აშშ-ის სამხედროებმა ჩაიტანეს ან რომ იგი შეიძლება წარმოიშვა იტალიაში.

მონტენეგროში, მთავრობის მიერ განხორციელებული ზომები, კონკრეტული სუბიექტების მიერ წარმოდგენილი იყო, როგორც სერბეთის მართლმადიდებლური ეკლესიისკენ მიმართული ზომები.


ნარატივი ევროკავშირის წინააღმდეგ:

”ევროკავშირი ვერ ახერხებს პანდემიის მოგვარებას; კავშირი შესაძლოა, დაიშალოს.” აღნიშნულ ნარატივს ავრცელებს კრემლის მედია-წყაროები, რამდენიმე შიდა ქსელი / წყარო ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, ახლო აღმოსავლეთში, დასავლეთ ბალკანეთსა და აფრიკის ქვეყნებში. მაგალითად, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ფართოდ არის გავრცელებული მოსაზრება, რომ ევროკავშირი „ინგრევა“ COVID-19- ის თვალწინ.

“ევროკავშირი არის ეგოისტი და ღალატობს საკუთარ ფასეულობებს” - აღნიშნულ ნარატივს ავრცელებს კრემლის მედია-წყაროები, რამდენიმე შიდა ქსელი / წყარო ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, ახლო აღმოსავლეთში, დასავლეთ ბალკანეთსა და აფრიკის ქვეყნებში. მაგალითად, უკრაინაში, კატასტროფული მესიჯები ევროკავშირის მოსალოდნელი დაშლის შესახებ ერწყმის მცდელობას, უკრაინა წარმოჩინდეს, როგორც ”არშემდგარი სახელმწიფო”, რომელიც ”მიტოვებულ იქნა მისი ევროპელი მოკავშირეების” მიერ.


“რუსეთი და ჩინეთი პასუხისმგებლიან ძალებს წარმოადგენენ ”: კრემლისტურმა მედიამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იტალიისათვის მიწოდებული რუსული დახმარების შესახებ და განაცხადა, რომ “რუსეთი ეხმარება იტალიას, ხოლო ევროკავშირი არა ”. აღნიშნულ გზავნილს, დიდი გამოხმაურება მოჰყვა ადგილობრივ აუდიტორიაში: ინსტაგრამზე გავრცელდა ვიდეო, როგორც ცვლის რამდენიმე ადამიანი იტალიურ დროშას რუსულზე, ასევე როგორ მოძრაობს იტალიის ქუჩებში რუსული სამხედრო ტექნიკა. სახელმწიფო კონტროლირებადმა ტელეკომპანია "როსია 1" -მა სარკაზმით აღნიშნა, რომ რუსეთის სამხედრო კოლონა "ნატოს გზებზე" მოგზაურობდა. (რეალურად კი აღმოჩნდა, რომ ახალი კორონავირუსის დასამარცხებლად რუსეთის მიერ იტალიისთვის გაგზავნილი ტვირთების 80% სრულიად უსარგებლოა და იტალიის სამედიცინო სისტემა მას ვერაფერში გამოიყენებს - ავტ).

ჩინური სამთავრობო მედია და სოციალური არხები მტკიცედ ირწმუნებიან, რომ COVID-19-ის დაძლევაში, ჩინურ მოდელი უპირატესია. 
ამასთან, ხაზს უსვამს ჩინეთის მიერ გაწეული დახმარებისთვის გლობალური მადლიერების მასშტაბებს. 

“ევროკავშირი კრიზისს საკუთარი ინტერესებისთვის იყენებს” - დასაწყისში, ეს ნარატივი ნაკლებად პოპულარული იყო, თუმცა მაინც ფართოდ გავრცელდა.

საქართველოში, წყაროები, რომლებიც სავარაუდოდ ციტირებენ "სამხრეთ ოსეთის KGB"-ს, ირწმუნებოდნენ, რომ პანდემიის საბაბით, თბილისმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დახმარებით დაარღვია სამხრეთ ოსეთთან "საზღვარი". სირიაში კი, გავრცელდა ვერსია, რომ ევროკავშირი და აშშ პანდემიას სანქციების გასამკაცრებლად იყენებს. კოსოვოში კი მუსირებს მოსაზრება, რომ ”კრიზისი გამოავლენს ევროკავშირის პრო-სერბულ მიკერძოებას”.


მედია თავისუფლება:


თურქეთმა სამართალწარმოება დაიწყო სოციალური მედიის 316 მომხმარებლის წინააღმდეგ, მოსახლეობაში, COVID-19-ის ირგვლივ “შფოთვის” გამოწვევის გამო. 
კრემლი რუსულ ინტერნეტ-პლატფორმებს ავალებს, COVID-19-ის შესახებ „ყალბი ამბები“ წაშალონ. ეს ზუსტად შეესაბამება კრემლის ადრინდელ მცდელობებს, გავლენა მოიპოვოს დამოუკიდებელ ინტერნეტ გამოცემებზე და პრეზიდენტ პუტინის განცხადებებს იმის შესახებ, რომ რუსეთი უცხოეთიდან ყალბ ამბების სამიზნეა. 
Guardian- ის კორესპოდენტი ეგვიპტეში იძულებული გახდა დაეტოვებინა ქვეყანა სამეცნიერო კვლევის გამოქვეყნების შემდეგ, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ მთავრობის მონაცემები კოროვირუსული ინფექციის შესახებ არასწორი იყო.
ჩინეთის ხელისუფლება განაგრძობს პანდემიის შესახებ ნარატივის კონტროლს. ”რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” (RSF) აცხადებენ, რომ არა ”ხელისუფლების მიერ დაწესებული კონტროლი და ცენზურა, ჩინური მედია საზოგადოებას გაცილებით ადრე აცნობებდაეპიდემიის სერიოზულობის შესახებ, რასაც ათასობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა და დღევანდელი პანდემიის თავიდან აცილება შეეძლო.


მოხსენებიდანაც ჩანს, რომ დეზინფორმაციული მანქანა განსაკუთრებით ძლიერია ევროკავშირის წინააღმდეგ. ამ ბმულზე შეგიძლიათ იხილოთ, თუ რა დახმარებას უწევს ევროკავშირი მის წევრ სახელმწიფოებს და მსოფლიოს სხვა ქვეყნებს, მათ შორის საქართველოსაც. 

ასევე, ბმულზე შეგიძლიათ წაიკითხოთ მეტი, როგორ მუშაობს რუსული პროპაგანდა პანდემიის პირობებში.