მაია ოშხარელი

მართლმსაჯულება

მაია ოშხარელი არის სამართლის დოქტორი, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორი. 1987 წლიდან დღემდე აქვს ლექციების კურსი სხვადასხვა უნივერსიტეტებში. აქვს 30 წლის პედაგოგიური გამოცდილება. ლექციების პარალელურად 1992-1999 წლებში იყო საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის წევრი. ნაძალადევის რაიონის ადვოკატურაში მუშაობდა ადვოკატად. ხოლო 1999 წლის 15 მაისიდან დღემდე მუშაობს სასამართლო სისტემაში. მაია ავტორია სამეცნიერო სტატიების, კერძოდ, „მტკიცების სუბიექტები და მათი სტატუსი სისხლის სამართლის პროცესში“, .მტკიცების პროცესი და მისი ეტაპები ქართული სისხლის სამართლის საპროცესო სამართლის მიხედვით“, .„მტკიცების საგანი ქართული სისხლის სამართლის საპროცესო სამართლის მიხედვით“, .„მტკიცების არსი და მნიშვნელობა ქართული სისხლის სამართლის საპროცესო სამართლის მიხედვით“, მისი ხელმძღვანელობით წარმატებით იქნა დაცული ათეულობით საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომები, არის რეცენზენტი ირინა აქუბარდიას ნაშრომის „დაცვის ხელოვნება“. მშობლიური ენის გარდა, ფლობს გერმანულ და რუსულ ენებს .