ლელა ტალიური

არჩევნები

არჩევნებზე დაკვირვების 15 წლიანი გამოცდილება ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე, ასევე საარჩევნო სადამკვირვებლო მისიების მართვის 9 წელზე მეტი გამოცდილება. 
ლელა ფლობს მაგისტრის ხარისხს ადამიანის უფლებების თეორიასა და პრაქტიკაში ესექსის უნივერსიტეტიდან, დიდი ბრიტანეთი.
წლების განმავლობაში ლელა მუშაობდა საქართველოში საარჩევნო გარემოსა და საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესების მიმართულებით. 
ლელა არის ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) სერტიფიცირებული საერთაშორისო დამკვირვებელი. 
2010-2019 წლებში მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში საარჩევნო პროექტების კოორდინატორის პოზიციაზე. 
ამჟამად არასამთავრობო ორგანიზაციის „მრავალეროვანი საქართველო“ არჩევნების ექსპერტია.