ექსპერტთა ჰაბი

ე.წ. Think Tank, რომელიც თემატური საკითხების გარშემო მომუშავე სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს, პროფესიონალებს, დამწყებ სპეციალისტებს, ახალ და მიუკერძოებელ სახეებს ერთ სივრცეში აერთიანებს. ჰაბის ექსპერტები, სხვადასხვა შეხედულების, მიდგომისა თუ გამოცდილების მიუხედავად, ერთი საერთო მიზნის გარშემო იკრიბებიან და ეს არის საზოგადოებრივი ცხოვრების გაუმჯობესების ხელშეწყობა და ხელშესახები შედეგების მიღწევა. ჰაბში ექსპერტები სახავენ პრობლემებს, იკვლევენ, ეძებენ გადაჭრის გზებს, იმუშავებენ რეკომენდაციებს, შესაბამის სივრცეებში ცდილობენ ადვოკატირებასა და შედეგების მიღწევას. ჰაბში მუშაობენ ყველაფერზე - სოციალურ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ, ეკოლოგიურ, სამხედრო, უსაფრთხოების, ინოვაციურ, ტექნოლოგიურ და ბევრ სხვა საკითხზე. სექტორი 3-ს ჰყავს როგორც ჰაბში დასაქმებული მუდმივი ბენეფიციარები, ისე საექსპერტო წრეების სხვა წარმომადგენლები, რომლებიც წარმოადგენენ სხვა ორგანიზაციებს, თუმცა თანამშრომლობენ და სარგებლობენ ჰაბის შესაძლებლობებით, არიან ლიდერთა ჰაბის ტრენერ-ექსპერტები და სხვ.

ქეთევან ჩაჩავა

სექტორი 3-ის დამფუძნებელი და თავმჯდომარე

“მსოფლიო მოძრაობა დემოკრატიისთვის” მმართველი კომიტეტის წევრი, სექტორი 3-ის დამფუძნებელი; დემოკრატიისა და განვითარების ცენტრის (CDD) დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი. სამოქალაქო სექტორში 15 წლიანი წარმატებული კარიერის განმავლობაში, იგი მუშაობდა ხელმძღვანელ თანამდებობებზე არაერთ ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაში. 2016-2017 წლებში ქეთევან ჩაჩავა ხელმძღვანელობდა საინფორმაციო ცენტრს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ. 2006-2014 წლებში იგი იყო სხვადასხვა კომიტეტისა და სამუშაო ჯგუფის წევრი ევროპის საბჭოში, ევროპის ახალგაზრდულ ფორუმსა და ევროპელი სტუდენტების გაერთიანებაში. ქეთევან ჩაჩავა ფლობს მაგისტრის ხარისხს კონფლიქტების მართვაში, იგი არის BRIDGE-ის ფასილიტატორი და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის სერტიფიცირებული საერთაშორისო დამკვირვებელი.

ლუკა კურდღელია

ბიზნესი და ეკონომიკა

2010-2011 წლებში მონაწილეობა მიიღო მომავალ ლიდერთა გაცვლით პროგრამაში (FLEX). 2015-2016 წლებში მაგისტრატურის საფეხურზე სწავლობდა პარიზის ნოვანსიის ბიზნეს სკოლაში, საერთაშორისო ბიზნესის განვითარებისა და კონსალტინგის მიმართულებით, ხოლო 2016-2017 წლებში დიდ ბრიტანეთში, ჰერტფორდშირის უნივერსიტეტში გლობალური ბიზნესის მიმართულებით. ლუკა აქტიურად იყო ჩართული განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის პროექტებში 2012-2015 წლებში. 2017წლიდან კი ერთ-ერთი უმსხვილესი ქართული ექსპორტიორი კომპანიის, "კავკასიური მეტალის ტერმინალი"-ს კოორდინატორია ფინანსურ და კომერციულ საკითხებში.

მარი ბენდელიანი

გარემოს დაცვა

არის გარემოსდაცვითი ორგანიზაციის „მწვანე საჩუქრის“ თანადამფუძნებელი და ამავე ორგანიზაციის სოციალური საწარმოს მენეჯერი. ამავდროულად, არის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განვითარების პროგრამის (UNDP) ტრანსასაზღვრო პროგრამის „მტკვარი II-ის“ წყლის პოლიტიკის უმცროსი ექსპერტი. აქვს ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობის 10 წლიანი გამოცდილება შემდეგ მიმართულებებზე - კონფლიქტით დაზარალებული თემების მხარდაჭერა, ახალგაზრდული პროგრამები, არჩევნები, ნდობის აღდგენა, გარემოსდაცვითი საკითხები. მარი არის პოლიტოლოგიის ბაკალავრი და გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და მენეჯმენტის მაგისტრი, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODHIR) სერთიფიცირებული საერთაშორისო გრძელვადიანი დამკვირვებელი.

მიხეილ მირზიაშვილი

ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია

უკვე 25 წელზე მეტია საქმიანობს სამოქალაქო სექტორში და მუშაობს ევროატლანტიკური ინტეგრაციის, რეგიონული თანამშრომლობის, კონფლიქტების მოგვარების და პრევენციის, თემებზე. აქვს ევროკავშირში მოქმედ საერთაშორისო  სამშვიდობო ორგანიზაციაში მუშაობის ხუთწლიანი გამოცდილება, 2005–2013 წლებში ხელმძღვანელობდა სამშვიდობო პროექტებს შავი ზღვისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში. გავლილი აქვს ადამიანის უფლებათა ადვოკატირების პროგრამა კოლუმბიის უნივერსიტეტის საერთაშორისო და საზოგადოებრივ ურთიერთობათა სკოლაში. არის არაერთი ნაშრომის ავტორი - მათ შორისაა გზამკვლევები ასოცირების ხელშეკრულებისა და „ევროკავშირის შესახებ.“ მონაწილეობდა ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრების კომუნიკაციის 2017-2020 წლების სტრატეგიის შემუშავებაში, არჩეული იყო, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მმართველი კომიტეტის წევრად

ნინიკო ბოჯგუა

კომუნიკაციები და მარკეტინგი

ნინიკო ბოჯგუა არასამთავრობო ორგანიზაცია "დემოკრატიის ლაბორატორიის" დამფუძნებელი და შპს "Democracy Lab"-ის დირექტორია. აქვს 10 წლიანი სამუშაო გამოცდილება კომუნიკაციისა და მენეჯმენტის სფეროში. სხვადასხვა პერიოდში მუშობდა ისეთ ორგანიზაციებში, როგორებიცაა "ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი", "საზოგადოებრივი მაუწყებელი", "სარკე კვლევა" "ახლგაზრდა იურისტთა ასოციაცია", "CDD" და სხვ.

თეიმურაზ ჩაჩავა

უსაფრთხოება

2001-2007 წლებში მუშაობდა საქართველოს ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურში, სოციალური სამმართველოს მთავარ სპეციალისტად, მოგვიანებით კი საორგანიზაციო სამმართველოს საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების მთავარ სპეციალისტად. 2001-2008 წლებში მუშაობდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახაზინო საწარმოში “კომინფორცენტრში“ მთავარ სპეციალისტად. გავლილი აქვს კურსები ბიზნესის დაგეგმვაში, ანალიზსა და ადმინისტრირებაში, ტრენინგები უსაფრთხოებისა და სტრატეგიული კომუნიკაციების, ასევე საარჩევნო საკითხების მიმართულებით, მონაწილეობდა გაეროს განვითარების პროგრამებსა და სხვ.

ქეთევან ბოჯგუა

მედია

მედიისა და კომუნიკაციების პროფესიონალი 15+ წლიანი გამოცდილებით ქართულ ტელემედიაში, საზოგადოებასთან ურთიერთობასა და პროექტების მენეჯმენტში. არის ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მხარდაჭერილი პროგრამის Digital Communication Network ალუმნი, კითხულობს ლექციებსა და მასტერკლასებს საქართველოს სხვადასხვა სასწავლებლებში. ამჟამად ხელმძღვანელობს არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიის ლაბორატორიას, რომელიც ამერიკის საელჩოსთან თანამშრომლობით ახალგაზრდებში მედიაწიგნიერების ამაღლების პროექტზე მუშაობს და ბოლო 4 წლის განმავლობაში არაერთი საგანმანათლებლო პროექტი აქვს განხორციელებული

პაატა ყვავაძე

არჩევნები

განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) საარჩევნო საკითხთა ანალიტიკოსი და სპიკერია. აქვს საერთაშორისო და ადგილობრივ პროექტებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. განთლებით იურისტი, წლების განმავლობაში მუშობდა როგორც საჯარო ისე კერძო სექტორში, 2015 წლიდან აკვირდება არჩევნებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ.

ვახტანგ ჭარაია

ეკონომიკა

ეკონომიკის აკადემიური დოქტორი; საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინსიტრირების ფაკულტეტის დეკანი; თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი; საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი; საქართველოს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრი; მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის კონტრაქტორი; რამდენიმე ადგილობრივი უნივერსიტეტის პროფესორი. შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა ის2018/2019 წლების საქართველოს საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერად დაასახელა.

ხატია ლაღიძე

ახალგაზრდობა

განათლებით საჯარო მმართველობის სპეციალისტი, მიმდინარე საქმიანობა - საერთაშორისო და ადგილობრივი ახალგაზრდული პროექტების კოორდინატორი. არასამთავრობო სექტორსა და მედიაში მუშაობის გამოცდილებით. მიმართულებები - საგრანტო პროექტების დაგეგმვა/მართვა; დონორების მოზიდვა/ურთიერთობა; მედიასთან კომუნიკაცია; მოხალისეობრივი საქმიანობა.

გიორგი ფარეშიშვილი

ადგილობრივი თვითმმართველობები

2017-დან 2018 წლამდე იკავებდა ქალაქ ფოთის მერის მოადგილის პოზიციას. 2016 წლიდან 2017 წლამდე კი იყო ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილე. სხვადასხვა დროს მუშაობდა რამდენიმე უმაღლეს სასწავლებელსა და კოლეჯში ადმინისტრაციულ და აკადემიურ თანამდებობებზე, უძღვებოდა სალექციო კურსს საეკლესიო სამართალში, რელიგიების ისტორიასა და კონსტიტუციურ სამართალში. არაერთი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის საორგანიზაციო ჯგუფს; 2013-16 წლებში, ასევე, იყო განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) გამგეობის წევრი. გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნების სამართლებრივი მოწყობის საკითხებზე. ბაკალავრის ხარისხი მიიღო გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში სამართლის ფაკულტეტზე, ამავე უნივერსიტეტში მიენიჭა საჯარო სამართლის მაგისტრის ხარისხი, ამჟამად არის საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) დოქტორანტი სოციალურ მეცნიერებებში.

ლიკა ბიჩნიგაური

ადამიანური კაპიტალი

ლიკა ბიჩნიგაური განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) პროექტების კოორდინატორი და მკვლევარი. კავკასიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით, Nuffic-ის 2010 წლის სტიპენდიანტი და ვახენინგენის უნივერსიტეტის მაგისტრი მენეჯმენტის განხრით. ადამიანური კაპიტალის მიმართულებით 10 წლიანი სამუშაო გამოცდილებით კერძო სექტორში, სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციაში.

ბექარ ოიკაშვილი

საინფორმაციო ტექნოლოგიები

საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ექსპერტი. აქვს დიდი პრაქტიკული და თეორიული გამოცდილება ისეთ მიმართულებებში, როგორიცაა სტარტაპ ეკოსისტემა, თანამედროვე ტექნოლოგიები და ტექნოლოგიური პროექტების მართვა. ბექამ დაამთავრა თსუ საერთაშორისო სამართლის განხრით. ასევე, სწავლობდა ჟენევაში, ევროპის უნივერსიტეტში ბიზნესის მართვის ფაკულტეტზე. ფლობს მაგისტრის ხარისხს ინფორმატიკისა და მართვის სისტემების განხრით. ამჟამად, მუშაობს სადოქტორო ხარისხის დასაცავად ინფორმატიკის დარგში. ბექა მუშაობს ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტში მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე, ასევე ტექნიკურ უნივერსიტეტში ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე მთავარ სპეციალისტად. პარალელურად კითხულობს ლექციებს კავკასიის უნივერსიტეტში. სხვადასხვა წლებში მუშაობდა მთავარ სისტემურ ადმინისტრატორად კომპანია “UGT”-ში და “Socar Energy Georgia”-ში. არის აიტი კომპანია “არიადნე ჯგუფი”-ს და ტექნოლოგიური სტარტაპის “Twini” დამფუძნებელი, აღმასრულებელი და ტექნიკური დირექტორი.

არჩილ ყანჩაველი

პროდემოსის დამფუძნებელი

არჩილ ყანჩაველი ფონდი პროდემოსის დამფუძნებელი და ხელმძღვანელია. ის ასევე CDD-ის თანადამფუძნებელი და გამგეობის წევრია. 2013-2016 წლებში ორგანიზაციის ფინანსური დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა. 2016-2017 წლებში არჩილი CDD-ს აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა. აქვს 10 წლიანი გამოცდილება მენეჯმენტის სფეროში. 2006-2007 წლებში იყო საერთაშორისო ორგანიზაცია AEGEE-ს თბილისის ვიცე-პრეზიდენტი და გამგეობის წევრი. 2016-2017 წლებში არჩილ ყანჩაველი იყო იმ წარმატებული პროექტის მენეჯერი, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მაღალი იერარქიის სასულიერო პირების დელეგაციის სასწავლო ვიზიტი განხორციელდა ბრიუსელში, ნატოსა და ევროკავშირის ინსტიტუტებში. არჩილი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მათემატიკის დოქტორია.

ირაკლი მჟავანაძე

ახალგაზრდული პოლიტიკა

სექტორი 3-ის ფონდების მოძიებისა და ორგანიზაციული განვითარების ხელმძღვანელი. აქვს არასამთავრობო სექტორში მუშაობის 7-წლიანი გამოცდილება. როგორც ფრილანსერი, ირაკლის აქვს ტრენერობისა და კონსულტანტის გამოცდილება ადგილობრივ და საერთაშორისო ტრენინგებზე. კარიერის განმავლობაში, ირაკლიმ წარმატებით აჩვენა გადაწყვეტილების მიღებისა და ლიდერობის უნარი სხვადასხვა რთულ სიტუაციაში.

მაია ოშხარელი

მართლმსაჯულება

მაია ოშხარელი არის სამართლის დოქტორი, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორი. 1987 წლიდან დღემდე აქვს ლექციების კურსი სხვადასხვა უნივერსიტეტებში. აქვს 30 წლის პედაგოგიური გამოცდილება. ლექციების პარალელურად 1992-1999 წლებში იყო საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის წევრი. ნაძალადევის რაიონის ადვოკატურაში მუშაობდა ადვოკატად. ხოლო 1999 წლის 15 მაისიდან დღემდე მუშაობს სასამართლო სისტემაში. მაია ავტორია სამეცნიერო სტატიების, კერძოდ, „მტკიცების სუბიექტები და მათი სტატუსი სისხლის სამართლის პროცესში“, .მტკიცების პროცესი და მისი ეტაპები ქართული სისხლის სამართლის საპროცესო სამართლის მიხედვით“, .„მტკიცების საგანი ქართული სისხლის სამართლის საპროცესო სამართლის მიხედვით“, .„მტკიცების არსი და მნიშვნელობა ქართული სისხლის სამართლის საპროცესო სამართლის მიხედვით“, მისი ხელმძღვანელობით წარმატებით იქნა დაცული ათეულობით საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომები, არის რეცენზენტი ირინა აქუბარდიას ნაშრომის „დაცვის ხელოვნება“. მშობლიური ენის გარდა, ფლობს გერმანულ და რუსულ ენებს .

თენგიზ ფხალაძე

საგარეო პოლიტიკა

მკვლევარი და საზოგადოებრივი აქტივისტი. საქართველოს მე-4 პრეზიდენტის მრჩეველი-საგარეო ურთიერთობათა მდივანი (2014-2018წ.წ.). მისი ბიოგრაფია მოიცავს სახელმწიფო, დიპლომატიური, კვლევითი და აკადამიური საქმიანობის მდიდარ გამოცდილებას. მისი პროფესიული საქმიანობის განსაკუთრებული ინტერესებია: საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა; გეოპოლიტიკა; რუსეთი და დსთ-ს სიცვრცე; აღმოსავეთ პარტნიორობა; ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესები; ინსტიტუციური მშენებლობა და დემოკრატიული განვითარება. ამჟამად არის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთ ინსტიტურტის ასოცირებული პროფესორი და პოლიტიკის მეცნიერებათა საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი. ასევე მუშაობს გეოპოლიტიკური კვლევების საერთშორისო ცენტრში უფროსი მკვლევარის თანამდებობაზე. მისი ავტორობითა და რედაქტორობით გამოქვეყნებულია არაერთი ნაშრომი რუსეთის საგარეო პოლიტიკის შესახებ მეზობელი ქვეყნების მიმართ.

თამარ ქალდანი

პერსონალური მონაცემების დაცვა

თამარ ქალდანი 2013 წელს დაინიშნა საქართველოს პირველ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორად, ხოლო 2016 წელს ამავე თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტის მიერ იქნა არჩეული. 2014 წლიდან არის ევროპის საბჭოს 108-ე კონვენციის საკონსულტაციო კომიტეტის წევრი, ხოლო 2018 წლიდან ამავე კომიტეტის ბიუროს არჩეული პირველი ვიცე-პრეზიდენტი. ინსპექტორობამდე, თამარ ქალდანი წამყვან პოზიციებზე მუშაობდა ფონდ ღია საზოგადოება საქართველოში, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასა და კორძაძის საადვოკატო ბიუროში. ამჟამად ის დამოუკიდებელი კონსულტანტია და თანამშრომლობს როგორც საერთაშორისო, ასევე სამოქალაქო ორგანიზაციებთან და კერძო სექტორთან, ასევე კითხულობს ლექციებს 3 ქართულ უნივერსიტეტში. 2003 წელს მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, 2010 წელს კი ახალი ორლეანის(აშშ) დელტის საერთაშორისო უნივერსიტეტი ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა. ამჟამად იგი ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამის ფარგლებში მუშაობს თემაზე „საგამოძიებო მიზნებით პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესზე დამოუკიდებელი ზედამხედველობა“

ნატო ბაჩიაშვილი

ნატო

გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის თავმჯდომარე. საქართველოს საზოგადოებრივი ინსტიტუტის GIPA მოწვეული პროფესორი; საქართველოს თავდაცვის ეროვნული აკადემიის მოწვეული პროფესორი. მისი ინტერსების სფეროს წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფო მოწყობა, საკონსტიტუციო ორგანოების უფლებამოსილების გადანაწილების საკითხი, საარჩევო კანონდებლობა. ასევე საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები. არის მრავალი კვლევის, პუბლიკაციისა და სახელმძღვანელოს ავტორი. მათ შორის: „Soft Power – რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია საქართველოს მიმართ - აგვისტოს ომის შემდგომი პერიოდი“ 2010. არასრულწლოვანთა უფლებების და მოვალეობების შესახებ დამხმარე სახელმძღვანელო: „ჩემი უფლებები და მოვალეობები“ ავტორი და რედაქტორი 2011; „რელიგია, როგორც რუსეთის საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტი მეზობელი ქვეყნების მიმართ - საქართველოს, ლატვია, უკრაინა“ 2012წ. თანაავტორი. სახელმძღვანელო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ატაშეებისა და წამომადგენლებისათვის - 2014 წ. თანაავტორი .

ცოტნე ჯამბურია

არჩევნები

2016 წელს დაამთავრა კერძო სკოლა ,,სხივი’’ ოქროს მედალზე. იმავე წელს გახდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი. 2017 წლიდან მუშაობდა ა(ა)იპ ,,საზოგადოებრივ დამცველში’’. აქვს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი. ხელმძღვანელობდა სადამკვირვებლო მისიას 2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის და ასევე 2019 წლის საქართველოს პარლამენტის შუალედური, მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის. აქვს პროექტების მართვის და ტრენერად მუშაობის გამოცდილება.

აკაკი დარჩია

შრომის უსაფრთხოება; გარემოს დაცვა

სოციალური საწარმო „მწვანე საჩუქრის“ დამფუძნებელი და სტარტაპ ენტერპრენერი, 12 წლიანი სამუშაო გამოცდილებით სხვადასხვა მიმართულებით. ბაკალავრის ხარისხი მიიღო საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ტელეკომუნიკაციების მიმართულებით, და მაგისტრის ხარისხი ამავე ფაკულტეტზე. მუშაობდა კომპანია BP საქართველოში, პროექტების IT სპეციალისტის თანამდებობაზე. იყო საქართველოსა და საზღვარგარეთ ისეთი კომპანიების პროექტების მენეჯერი როგორიცაა, კომპანია აითიბისი სვისლოგი, გერმანიაში ქ.ბონის მთავარი საუნივერსიტეტო კლინიკა და სხვ. აქვს გამოცდილება მწვანე აქტივიზმის, გარემოს დაცვის, არჩევნების მონიტორინგისა და სამოქალაქო აქტივობის მიმართულებით. გავლილი აქვს ნარჩენების მართვისა და გარემოსდაცვითი მიმართულებით ტრენინგები, ასევე ფლობს IOSH საერთაშორისო სერტიფიკატს შრომისა და ჯანდაცვის უსაფრთხოების მიმართულებით.

კონსტანტინე კორკელია

ადამიანის უფლებები

დაიბადა თბილისში, 1974 წელს. პროფესიით იურისტი-საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი. დაამთავრა თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტი, ასევე ლეიდენის უნივერსიტეტი (ნიდერლანდები). არის იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი. 1995 წლიდან მუშაობს საგარეო საქმეთა სამინისტროში. 2008-2013 წლები იყო საქართველოს ელჩი ლატვიაში. 2013-2017 საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ევროპის საბჭოში (სტრასბურგში). მინიჭებული აქვს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი. იყო საქართველოს წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში; ასევე იყო იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე. 1997 წლიდან ეწევა პედაგოგიური საქმიანობას თსუ-ში, სადან 2005 წლიდან აირჩიეს პროფესორის თანამდებობაზე. არის 30-მდე წიგნის ავტორი/რედაქტორი და 40-მდე სამეცნიერო სტატიის ავტორი ადამიანის უფლებათა და საერთაშორისო სამართლის საკითხებში. არის ევროპის საბჭოს, ევროკავშირისა და გაეროს ექსპერტი ადამიანის უფლებათა საკითხებში.

ლაშა მელაძე

არჩევნები

აქვს 20 წლიანი სამუშაო გამოცდილება, როგორც საჯარო და სამოქალაქო სექტორში, ისე ტრენინგების ჩატარებისა და ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობის მიმართულებით. უკვე 10 წელზე მეტია საქმიანობს საარჩევნო სფეროში და აღნიშნული მიმართულებით წარმართავს სხვადასხვა ტრენინგსა და სემინარს. არის გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დემოკრატიისა და არჩევნების ხელშეწყობის საერთაშორისო ინსტიტუტის (IDEA) და ავსტრალიის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დემოკრატიის, მმართველობისა და არჩევნების სფეროში რესურსების განვითარების პროგრამის - BRIDGE სრულად აკრედიტებული ფასილიტატორი. მონაწილეობდა არაერთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიაში. გავლილი აქვს არაერთი გადამზადების კურსი საქართველოსა და საზღვარგარეთ. არის არაერთი ნაშრომის და კვლევის ავტორი. 2009 წლიდან დღემდე ექსპერტის, ტრენერის და მკვლევარის სტატუსით მონაწილეობა აქვს მიღებული შემდეგი ორგანიზაციების პროგრამების განხორციელებაში: EU, USAID, UNDP, IFES, International IDEA, OSGF, EWMI, CDD, EEDC, ICDI. ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს. ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.

გიორგი ქვრივიშვილი

ბიზნესის განვითარება

2011 წლიდან დღემდე საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საინვესტიციო კომპანიის LHL საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი. პარალელურად არის რამდენიმე უცხოური საწარმოს ფილიალის დირექტორი, 2012-2016 წლებში ფონდ სოციალური პარტნიორობის დამფუძნებელი და დირექტორი. მისი ხელმძღვანელობის პერიოდში ფონდში დაიწყო მასშტაბური პროექტები, რომელიც ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდის სახელით გახდა ცნობილი. ამ პერიოდში საქართველოში დონორების მხრიდან მოზიდული თანხა შეადგენდა 5 მლნ ლარზე მეტს. 2008-2009 წლებში იყო ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიის „ჯი-ემ-სი-ჯი“-ს საინვესტიციო/დეველოპერული მიმართულების ხელმძღვანელი. ასევე ევროპელ სტუდენტთა მოძრაობის AEGEE-Tbilisi-ს პრეზიდენტი. დამთავრებული აქვს თავისუფალი უნივერსიტეტის თბილისის ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტი. არის აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მხარდაჭერილი FLEX-ის პროგრამის ფინალისტი.

დავით აფციაური

რეგიონული ეკონომიკური პოლიტიკა

ელჩი დავით აფციაური ამჟამად საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალური დირექტორია, მანამდე მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარად. ის კარიერული დიპლომატია, დიპლომატიის სფეროში 27 წელზე მეტი ხნის მუშაობის გამოცდილებით. 2000 წელს დავით აფციაურს, პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი მიენიჭა. 2000-2004 წლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ, ხოლო მოგვიანებით, პირველ მოადგილედ მუშაობდა. იყო ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საბჭოს წევრი. 2014-2018 წლებში მას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, მონღოლეთსა და ვიეტნამის სოციალისტურ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობა ეკავა. 2004-2007 წლებში იყო ლიეტუვაში, ლატვიასა და ესტონეთში საქართველოს ელჩი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შავი ზღვის რეგიონული განვითარების პრობლემების ცენტრის დირექტორია, არის მიწვეული ლექტორი პეკინის საერთაშორისო ბიზნესისა და ეკონომიკის უნივერსიტეტში და ტიანძინის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტში, ჩინეთი. 1994-2000 წლებში, ელჩი აფციაური ეწეოდა პედაგოგიურ და კვლევით საქმიანობას ამერიკის შეერთებულ შტატებში, მათ შორის, ატარებდა ლექციებს კოლუმბიის უნივერსიტეტში ქ. ნიუ- იორკში, ფლორიდის უნივერსიტეტში, ნიუ-იორკის ადვოკატთა ასოციაციაში, ასევე გაეროს ეგიდით გამართულ კონფერენციებზე. 2004-2013 წლებში, დოქტორი აფციაური ასევე ატარებდა ლექციებს და სასაწავლო კურსებს აზერბაიჯანის, ყაზახეთის, თურქეთის, შვედეთის, ბელგიის, საბერძნეთის, ჩინეთის, ბალტიისა და სხვა ქვეყნების საგანმანათლებლო და კვლევით ორგანიზაციებში. ამჟამად ის მიწვეულია აზერბაიჯანის დიპლომატიური აკადემიის - ADA-ს უნივერსიტეტის მიერ ეკონომიკური დიპლომატიის საკითხებზე უფროსი დიპლომატიური თანამდებობის პირებისთვის სასწავლო პროგრამის ჩასატარებლად. გარდა ამისა, მონაწილეობდა უამრავ მაღალი დონის სემინარში, სამუშაო შეხვედრასა და სასწავლო კურსში/ასევე გაკეთებული აქვს მოხსენებები გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის საგანგებო სხდომებზე/ევროპაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, აზიისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებში, საერთაშორისო უსაფრთხოებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის, კონფლიქტის გადაწყვეტისა და მდგრადი განვითარების, ბავშვთა პრობლემატიკის, რეგიონული და რეგიონთაშორისი თანამშრომლობის, კერძოდ, აღმოსავლეთ-დასავლეთის თანამშრომლობის საკითხებზე. მინიჭებული აქვს საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების მაგისტრისა და დოქტორის ხარისხი. ელჩ აფციაურს გამოქვეყნებული აქვს მრავალი პუბლიკაცია საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობებზე ცნობილ ჟურნალებსა და გაზეთებში.

გიორგი ჩხეიძე

ადამიანის უფლებები

ადამიანის უფლებათა იურისტი. ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის მაგისტრი (LLM). არის “კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში” პროექტის ხელმძღვანელი (USAID/EWMI), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი და თავმჯდომარე. 2009 წელს იყო საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე; მანამდე, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის აპარატის უფროსი, საქართველოს პროკურატურის დეპარტამენტის უფროსი და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დეპარტამენტის უფროსი. გიორგი ჩხეიძემ დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის მაგისტრატურა დაამთავრა აღმოსავლეთ ინგლისის უნივერსიტეტში (ბრისტოლი, დიდი ბრიტანეთი). გიორგი ჩხეიძე მონაწილეობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შემმუშავებელ სამუშაო ჯგუფში.

ვლადიმერ სვანაძე

კიბერუსაფრთხოება

კიბერუსაფრთხოების აკადემიის თანადამფუძნებელი და მმართველი პარტნიორია. ამასთანავე, ის არის ა(ა)იპ „ინტერნეტის განვითარების ინიციატივის“ (IDI) დამფუძნებელი და გამგეობის თავმჯდომარე. იყო საქართველოში პირველი ინფორმაციული უსაფრთხოების ოპერაციის ცენტრის (iSOC) დამფუძნებელი და ხელმძღვანელი. არის მიწვეული ლექტორი საქართველოს უნივერსიტეტში, სადაც მან დაარსა ინტერნეტის კვლევისა და შესწავლის ცენტრი. 2015 - 2016 წლებში ვლადიმერი მუშაობდა როგორც მრჩეველი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროში. სვანაძე არის ერთ - ერთი მთავარი ავტორი 2016 - 2018 წლების საქართველოს კიბერუსაფრთხოების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის. ის ასევე არის GFCYBER - ის უფროსი ანალიტიკოსი. 2016 წელს მისი ინიციატივით საქართველოში დაარსდა ინტერნეტის მართვის პირველი ფორუმი GeoIGF-ი. ამავე დროს, ის არის ინიციატორი და ორგანიზატორი საქართველოში კიბერუსაფრთხოების პირველი ყოველწლიური კონფერენციის „კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო ფესტივალი“. ბატონი სვანაძე ერთ-ერთი პირველი იყო ვინც კიბერუსაფრთხოების სფეროში ცნობიერების ამაღლების მიზნით აწარმოა სპეციალური სასწავლო კურსები და ტრენინგები. სკოლისთვის დაარსა კიბერუსაფრთხოების სფეროში სპეციალური სასწავლო კურსები. ის გახლავთ მრავალი სტატიის ავტორი, ასევე კიბერუსაფრთხოებაში არსებული პირველი ქართულენოვანი წიგნის „კიბერთავდაცვა: მთავარი მოთამაშეები კიბერსივრცეში. პოლიტიკა, სტრატეგია და ახალი გამოწვევები, 2016“ ავტორი.

მიხეილ ჯანელიძე