ლიდერთა ჰაბი

ლიდერთა ჰაბი სექტორი 3-ის მთავარი საგანმანათლებლო მიმართულებაა, რომელიც ახალგაზრდა ლიდერების აღმოჩენას, მათ მომზადებასა და განვითარებას ისახავს მიზნად. ლიდერთა ჰაბი ღიაა ყველა დაინტერესებული, მოტივირებული, საქმესა და წინსვლაზე ორიენტირებული ადამიანისთვის,  რომელთაც აქვთ ცოდნა კონკრეტულ სფეროში, თუმცა აქვთ სურვილი, აიმაღლონ კვალიფიკაცია, გააფართოვონ ნაცნობების წრე, განივითარონ უნარ-ჩვევები, გახდნენ ცნობადები და წარმატებული ლიდერები. სპეციალურად ლიდერთა ჰაბისთვის შემუშავებული მოკლე თუ გრძელვადიანი თემატური სასწავლო კურსის საშუალებით ახალგაზრდები შეიძენენ იმ უნარებს, რომლებიც მათ ლიდერებად ჩამოყალიბების პროცესში დაეხმარება. წარმატებულ კურსდამთავრებულებს კი ექნებათ ისეთი უნიკალური შესაძლებლობები, როგორიცაა: წვდომა სტიპენდიებსა და სტაჟირებებზე ქვეყaნის შიგნითა და გარეთ, სასწავლო და პროფესიულ პროგრამებზე ევროპის ქვეყნებში, გრანტებსა და თანადაფინანსებაზე იდეებისა და პროექტების განსახორციელებლად, Chatham House ფორმატის შეხვედრები და სხვ. ლიდერთა ჰაბი ამ ეტაპზე დემოკრატიის, საერთაშორისო ურთიერთობის, ეკონომიკისა და მართლმსაჯულების სკოლებს აერთიანებს.


სპიკერები / Speakers

საერთაშორისო ურთიერთობების სკოლა

საერთაშორისო ურთიერთობების სკოლა მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა: საერთაშორისო ურთიერთობები, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხი საერთაშორისო ურთიერთობებში, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და ევროპული სტანდარტები, რეგიონის გეოპოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, სახელმწიფოებისა და რელიგიების ურთიერთობა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, დასავლური ინტეგრაცია და ქრისტიანობა, საქართველო-ნატოს თანამშრომლობა, კიბერუსაფრთხოება და თანამედროვე გამოწვევები და სხვა აქტუალური საკითხები. ტრენინგების ინტენსივობაა: კვირაში სამი დღე, 3 საათი. სკოლის ფარგლებში, დაგეგმილია ტრენინგები სექტორი 3-ში, ქალაქგარეთ გასვლითი ტრენინგები, მრგვალი მაგიდები ჩართულ მხარეებთან და სხვ.

ტრენინგებს ჩაატარებენ სექტორი 3-ს ექსპერტები და მოწვეული პროფესიონალები, რომლებიც შეგიძლიათ იხილოთ ქვევით. ლიდერთა ჰაბში მიღება უახლოეს მომავალში დაიწყება. განაცხადი განთავსდება აქ.

დემოკრატიზაციის სკოლა

დემოკრატიის სკოლა მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა: კონსტიტუციურ ორგანოთა სისტემა, ადგილობრივი თვითმმართველობა, საჯარო მმართველობა, ღია მმართველობა და გამჭვირვალობა, სასამართლოს სისტემა და მართლმსაჯულება, ადამიანის უფლებები, გენდერული პოლიტიკა, არჩევნები და საერთაშორისო ვალდებულებები, სამოქალაქო საზოგადოება და ინსტიტუტები, თავისუფალი მედია, პერსონალურ მონაცემთა დაცვა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და სხვა აქტუალური საკითხები.

ტრენინგების ინტენსივობაა: კვირაში სამი დღე, 3 საათი. სკოლის ფარგლებში, დაგეგმილია ტრენინგები სექტორი 3-ში, ქალაქგარეთ გასვლითი ტრენინგები, მრგვალი მაგიდები ჩართულ მხარეებთან და სხვ. ტრენინგებს ჩაატარებენ სექტორი 3-ს ექსპერტები და მოწვეული პროფესიონალები, რომლებიც შეგიძლიათ იხილოთ ქვევით.

ლიდერთა ჰაბში მიღება უახლოეს მომავალში დაიწყება. განაცხადი განთავსდება აქ.

ეკონომიკის სკოლა

ეკონომიკის სკოლა მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა: საქართველოს ეკონომიკის ევოლუცია დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე, საქართველოს საინვესტიციო გარემო და არსებული გამოწვევები, რეგიონული ეკონომიკური პოლიტიკა, ბიზნესი და კონკურენცია, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმები, კომერციული ბანკების როლი ეკონომიკის განვითარებაში, ტურიზმის როლი ეკონომიკის განვითარებაში, მომსახურებით ვაჭრობა და ელექტრონული კომერცია, ქართული სტარტაპ ექო სისტემა და მისი განვითარების გზები, ინდუსტრია 4.0 - საქართველოს პოტენციური როლი ტექნოლოგიურ რევოლუციაში და სხვა აქტუალური საკითხები. ტრენინგების ინტენსივობაა: კვირაში სამი დღე, 3 საათი. სკოლის ფარგლებში, დაგეგმილია ტრენინგები სექტორი 3-ში, ქალაქგარეთ გასვლითი ტრენინგები, მრგვალი მაგიდები ჩართულ მხარეებთან და სხვ. ტრენინგებს ჩაატარებენ სექტორი 3-ს ექსპერტები და მოწვეული პროფესიონალები, რომლებიც შეგიძლიათ იხილოთ ქვევით.

ლიდერთა ჰაბში მიღება უახლოეს მომავალში დაიწყება. განაცხადი განთავსდება აქ.

მართლმსაჯულების სკოლა

მართლმსაჯულების სკოლა მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა: სისხლის სამართლის ძირითადი ცნებები და კატეგორიები; სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძვლები და თავისებურებები; სასჯელის არსი, მიზნები და ნიშნები; სასჯელის ძირითადი თეორიები, სამართლებრივი ბუნება და სოციალური ფუნქცია; ადამიანის და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის მარეგულირებელი სისხლისსამართლებრივი ნორმები; ეკონომიკური დანაშაული; დანაშაული საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ; დანაშაული მოსახლეობის ჯანმრთელობისა და საზოგადოებრივი ზნეობის წინააღმდეგ; ნარკოტიკული დანაშაული; სატრანსპორტო დანაშაული; კომპიუტერული დანაშაული; სისხლის სამართლის პროცესის პრინციპები და მათი მნიშვნელობა სამართლიანი მართლმსაჯულებისათვის და სხვა აქტუალური საკითხები. 

ვლადიმერ სვანაძე

თამარ ქალდანი

გიორგი ჩხეიძე

გიორგი კლდიაშვილი

გურამ გიორგაძე

გიორგი აბაშიშვილი

მიხეილ ჯანელიძე

მაია ოშხარელი